ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტ სწავლის პროცესზე, კერძოდ რა არის და როდის წარმოიშვა საავტორო უფლებები, რა ფაქტორები განსაზღვრავს მასალის ლეგიტიმაციას. გავეცანი მითითებებს ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებისთვის. განვსაზღვრე საავტორო უფლებებით დაცული მასალის სათანადოდ გამოყენება მომავალში.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი სასწავლო პროექტის შაბლომს, რომე;ლიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს. გავიაზრე თუ როგორ ინტეგრირდება პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონში. პორტფოლიოს ჩეკლისტში გარკვევა მთელი კურსის განმავლობაში საკუთარი პროცესის შეფასებაში დამეხმარა.
ძალიან საინტერესოა
ReplyDelete